შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, და ამ მიმართულებით სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის ექიმები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, საზაფხულო ია ლაღებზეც გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივებს.
,,სოფლის ექიმებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. გამოიკვეთა, რიგი საჭიროებები, რომლის მოგვარებაში დახმარებას დავპირდი. თითოეულ ექიმს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის და ვუსურვო მომავალი წარმატებები თავიანთ საქმიანობაში“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 12 ამბულატორია და 12 ექიმი ემსახურება.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს