ამ წუთებში შუახევის მერიაში, შუახევის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25-ე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე რუსუდან შავაძე უძღვება. კომისია, სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებულ 60 საკითხს განიხილავს.
ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებთან ერთად კომისიაში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელი მედეა დორეული და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ნუგზარ ანანიძე მუშაობენ.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს