შუახევის მერიის მხარდაჭერითა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება, რომლის ფარგლებში არაერთ სხვასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს გაეწია დახმარება სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.
მორიგი საქველმოქმედი აქცია მერიის თანამშრომლების და შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის მხარდაჭერით სოფელ ბარათაულში გამართა. სპეციალური საჭიროებების მქონე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ტარიელ ცენტერაძის ოჯახი მოინახულეს, მათ საჭიროებებს გაეცნენ და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.
ოჯახს, რომლის ყველა წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, შუახევის მერიამ რამდენიმეჯერ გაუწია დახმარება. ოჯახის დასახმარებლად აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს