შუახევში დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხი და ფეხით სავალი ბილიკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით.
პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, სამუშაოებს შპს ,,მშენებელი2017“ აწარმოებს. ენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის