ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლა ყოველთვის კარგი იდეაა. აჭარაში, ასეთი, ,,თავშესაფარებელი“ ადგილები, სადაც სულიერად დაისვენებთ, ,,თვალს წყალს დაალევინებთ“ და დროს მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნოდ გაატარებთ, მრავლად გვაქვს. დღეს, შუახევში გამოგზაურებთ და ლელთის ტბაზე დაგასვენებთ.
შუახევში, არის ერთი, საოცარი ჭვანას ხეობა, რომელიც ცნობილია თავისი სამასწლოვანი, ხის, გადახურული ხიდით და წისქვილების უძველესი სოფლით, სადაც, სამი საუკუნის განმავლობაში არ შეწყვეტილა სოფლის წყლის წისქვილების გუგუნი. ჭვანას ხეობაში, სოფელ ნაღვარევშია აგრეთვე ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ლელთის ტბა, რომლის ირგვლივ გვირილების მინდორი და საპიკნიკე ადგილებია. ტბაზე შეგიძლიათ ტივით გაისეირნოთ წყალზე, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ამბობენ, რომ ამ ტბაში, წყალი ყოველთვის ერთ დონეზეა და არ ცნობს გარემო პირობების ცვლილებებს.
ლელთის ტბა არაჩვეულებრივი ადგილია წლის სხვადასხვა სეზონზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. საოცარი ბუნება, არაჩვეულებრივი ფერები, ტბის სიგრილე, სუფთა ჰაერი, ყვავილების სურნელი და ამაღლებული განწყობა- დიდხანს იქნება თქვენი ტკბილი მოგონებების ნაწილი, რომელსაც მთიანი აჭარიდან წაიღებთ.
თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის