აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
კეთილმოეწყობა თამარ მეფის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩები და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
პროექტით მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, ფეხით სავალი ბილიკი ქვაფენილით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს, შეიღებება შენობების გარე ფასადები. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და მრავალსართულიანი ეზოების კეთილმოწყობა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონაჟდება საათი და განთავსდება სარეკლამო ბანერები. მოეწყობა ავტოპარკინგი, მწვანე გაზონები.
დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ფურტოსა და შუბნის სოფლის ცენტრებზე. სამუშაოები მალე დაიწყება მაწყვალთის, ტბეთისა და ბუთურაულის სოფლებში.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს