აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული გზა ხულოს მუნიციპალიტეტი სხალთის ხეობას უკავშირდება, რაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან ერთად გაეცნო.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს