შუახევში, კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით ჟურნალისტიკის კონკურსი ,,თაიმ" მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მეორე ტურში მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ესეები დაწერეს და აიღეს ინტერვიუები საზოგადოებისაგან. კონკურსის 21 მონაწილიდან მესამე ტურში 15 კონკურსანტი გადავა, რომლის შედეგებიც ცნობილი გახდება 5 დღის განმავლობაში.
კონკურსის მიზანია:- მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა.
კონკურსი 5 ეპატისაგან შედგება. პირველ ტურში მონაწილეებმა ტვ 25-ისა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მუშაობის პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები და მიღეს პრაქტიკული რჩევები.
ჟურნალისტიკის კონკურსი ,,თაიმ" ორგანიზატორია კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება;
კონკურსის მხარდამჭერები:
შუახევის მერია;
შუახევის რესურსცენტრი
გაზეთები ,,აჭარა“, ,,შუახევი";
აჭარის ტელევიზია, TV 25; TV 12.
თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის