შუახევის მერის პირველმა მოადგილე ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, სოფელ გოგაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებული დავით თურმანიძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.
თურმანიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი 11 წევრისგან შედგება, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. დაზარალებულები, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
ხანძარი, გოგაძეებში 5 სექტემბერს მოხდა, რის შედეგად თურმანიძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს