შუახევის მერის პირველი მოადგილე ომარ ტაკიძე, სოფელ ნენიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში დასასრულს უახლოვდება წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და გამანაწილებელი ავზების მშენებლობა უბნებში. მალე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით 222 ოჯახი ისარგებლებს.
სოფლის ცენტრის მიმდებარედ, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დასრულდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის საფარის მოსაწყობად.
პროექტის ფარგლებში, მეწყერული პროცესების პრევენციის მიზნით მოეწყობა განიონი.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს