კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაბა შუახევსა და ხიჭაურში პერიოდულად ტარდება კონტროლი კვების ობიექტების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და სამარშრუტო ტაქსების.
სამსახურის მიერ, გაფრთხილებული იქნა ყველა ობიექტის თანამშრომელი, ფიზიკური და იურიდიული პირი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ გამოსცა.
ხვალიდან, შუახევის მერია ვირუსის საფრთხის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიწყებს სადეზინფექციო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც დეზინფექცია ჩაუტარდება ორგანიზაციებს, თვითმმართველობის შენობას, ქუჩებს, უბნებს, სკვერებს, თავშეყრის ადგილებს, მრავალბინიან კორპუსებს, ეზოებს და ა.შ.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს