სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.დღეს, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავჯდომარე გიორგი დავითაძემ, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფრიდონ მახარაძის მამასთან ერთად, საქრთველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შეწირული გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.