აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურ პროექტებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის 1 კმ. 800 მ. სიგრძეზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. ხოლო ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზით ჭვანისა და წყალსაყრის თემში მცხოვრები 350 ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.
სახელშეკრულებო ვადების მიხედვით ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.