აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 10 000 კუბ.მ. ბეტონი.
ამ დროისთვის 22 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 7300 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა