შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება! სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია სოფლებში:გომარდული, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ბარათაული, ბრილი, ჭალა, წყაროთა, ვარჯანაული, ზემო ხევი. პარალელურად გრძელდება სხვა კრიზისული სოფლების დაპროექტება და მუშაობა ამ მიმართულებით.
ევროკავშირის, KfW ბანკის, აჭარის მთავრობის და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ სოფლებში 721 ოჯახი თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და წყალმომარაგების სისტემის ძირითად წყაროს შესახებ, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე და სარეაბილიტაციო სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.