მასტერ ლიგის მუნიციპალური ტურნირის ჩემპიონი ფეხბურთში შუახევი გახდა. შუახევის ცენტრალურ სტადიონზე მასტერ ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა შუახევისა და ფურტიოს გუნდებს შორის. შეხვედრა, შუახევის გამარჯვებით 3 : 1 დასრულდა, ამრიგად გამოვლინდა მასტერ ლიგის მუნიციპალური ტურნირის ჩემპიონი. გამარჯვებული გუნდი აჭარის მასტერ ლიგის რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
რეგიონის მასტერ ლიგის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ჩემპიონატის ორგანიზებას ახორციელებს 7x7 ფეხბურთის ასოციაცია, აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს შუახევის გუნდს შემდეგ ეტაპზე გადასვლას და წარმატებებს უსურვებს.