შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კიდევ ერთი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე ორფენოვანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდება. ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანისა და ბარათაულის თემს.
რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.