შუახევში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. ამ დროის მონაცემებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 400 000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის პროგრამები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რჩება. სხდომის მონაწილეებმა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას უკან დაუბრუნეს. შენიშვნების გათვალისწინებით, ჩასწორებული ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.
ბიუჯეტის განხილვას მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდა.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს