შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა შტაბის ხელმძღვანელი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე. სხდომას ესწრებოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე.
სხდომაზე, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში თემურ ზოიძის, სოფელ ხაბელაშვილებში შაქრო შარაშიძის, სოფელ ჩანჩხალოში მურად დუმბაძეს საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყერები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
შექმნილ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახი დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული ფართით.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ლოკაციების სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია მართვადია.
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.