უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტში
12 იანვარი 2021
ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა რამდენიმე ლოკაციაზე საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ. მცირე მეწყერები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შექმნილ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რის უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტში. არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. შემდეგადაც დაიგეგმება საჭირო ღონისძიებები.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა