შუახევში თოვს. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20-30სმ, ხოლო მაღალ ზონაში 30-50 სმ-ია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოები ხეობების მიმართულებით მიმდინარეობს. მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა.