აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ამ დროისთვის მაღალმთაინ სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელ ომარ ტაკიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად გაეცნო.