2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახი" ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს:
"სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერების კუთხით"
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება;
მეტმა ქალმა წამოიწყოს საკუთარი საქმე, თუნდაც მცირე ბიზნესი;
ქალთა როლის წარმოჩენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
სოფლად დაწყებული მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.
ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კალენდარული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, დაგეგმილია 11 საინფორმაციო შეხვედრა:
,, ადვოკატირება, ლობირება, ლიდერობა ქალთა უფლებებისთვის";
სემინარი თემაზე: "დედათა და ბავშვთა უფლებები";
ბიზნეს პროექტების წერა, ფონდების მოძიება და მისი მნიშვნელობა ქალთა სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერების კუთხით;
სემინარი თემაზე: "ქორწინება ნაადრევ ასაკში, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები";
საინფორმაციო შეხვედრა - "პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის"
სემინარი თემაზე: "შრომითი და ქალთა უფლებები";
საინფორმაციო შეხვედრა - "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ";
სემინარი თემაზე: " გენდერული ბიუჯეტირების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება"
,, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე";
საინფორმაციო შეხვედრა - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე";
,, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე".