შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო რეჟიმში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს პროექტების მიზნობრიობაზე და დროულ შესრულებაზე.
კომისიის წევრებს დაევალათ ყველა მნიშვნელოვანი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა