შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობის მოსახლეობასთან ,, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის გაცნობის მიზნით საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე.
პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა. საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს.
აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს უფინანსებს.
„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის პრიორიტეტები: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალბატონების მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილებიბს ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.