ერთწლიანი პაუზის შემდეგ რეპეტიციები განაახლეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
სარეპეტიციო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მკაცრადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები, კონტროლდება სოციალური დისტანცია, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება ოთახები.
დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და სამუშაო პროცესის ადგილზე გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე.
კულტურის ცენტრში 4 ფოლკლორული და 2 ქორეოგრაფიული ანსამბლი ფუნქციონირებს.