დღეს, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი. დიპლომატს თან ახლდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. კვება და ტრანსპორტირება შეადგენს ასევე მომსახურების ნაწილს. სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით.
დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.