ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ.
კობა კობალაძემ სამსახურის გეგმებზე, პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას და ძალისხმევას არ დაიშურებენ ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების წინაშე დგას.
კობა კობალაძემ, ომარ ტაკიძეს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში ვეტერანების მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და ყურადღებისთვის.