შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები. მოწვეულმა სტუმრებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.