შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ომარ ტაკიძემ, ადგილობრივებს სახვადასხვა უწყების მიერ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გაააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, ჭვანის ადმიისტრაციულ ერთეულში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
სოფელ ზედაყანაში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა
მიმდინარეობს ჭვანისა და ხიჭაურის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია
გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა და რამდენიმე ლოკაციაზე ახალი გზის გაყვანა
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიჭაურის ამბულატორიას, კეთილმოეწყობა ჭვანის ამბულატორია
გრძელდება მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება 12 ლოკაციაზე
კეთილმოეწყობა წყაროთის და გომის მთის ცენტრი
აშენდება ცივაძეების სოფლის სახლი
მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის მთავრობის დაფინასებით აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები, ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.