შუახევში, რომან ფუტკარაძის დასახმარებლად სოციალური აქცია გაიმართა
14 ივლისი 2021
შუახევის მერიის მხარდაჭერითა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება, რომლის ფარგლებში არაერთ სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს გაეწია დახმარება სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.
მორიგი საქველმოქმედი აქცია მერიის თანამშრომლებმა, მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად სოფელ გორში გამართეს.
რომან ფუტკარაძის, სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს და ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწიეს.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა