სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხელვაჩაურისა და მაღალმთიანი აჭარის დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში, ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ხიჭაურისა და წყალსაყრის ამბულატორიებზე. მიმდინარე წელს, მოწესრიგდება ჭვანის ამბულატორიის ინფრასტრუქტურა.