გასვლითი ბრიგადები აჭარის სოფლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განაგრძობენ. აჭარის მაღალმთიან სოფლებში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია გრძელდება. დღეს, გასვლითი ამცრელი ბრიგადები აცრებს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულისა და ფურტიოს საექიმო ამბულატორიებში ატარებენ.
სოფლად ვაქცინაცია ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა.
ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკა აჭარაში ყოველდღიურად მზარდია. ამჟამად ადმინისტრირებულია 135 904 ვაქცინა, რაც პროპორციულად ასე გამოიყურება: ერთი დოზით აცრილი გახლავთ მოსახლეობის 26.9 %, ხოლო ორი დოზით 11.7%.