აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. დღეიდან სამედიცინო ცენტრების გარდა აცრის ჩატარება სოფლადაც არის შესაძლებელი. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.
გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობა სურვილისამებრ სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრება.