შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის შესარჩევ კონკურს, რომლის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მისი აკადემიური მოსწრება შეადგენს არანაკლებ 91 ქულას;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ვ) ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდა და დაამთავრა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლა.
სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) ცნობა საჯარო სკოლიდან უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სწავლისა და დამთავრების შესახებ;
ვ) დაბადების მოწმობა, თუკი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
სოციალურადდაუცველთა ერთიან ბაზაში შეჩერებული აქვს სტატუსი. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგები. სტიპენდიის მისაღებად საბუთები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 28 ოქტომბრიდან, 22 ნოემბრის ჩათვლით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში.