შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით განახლდა
04 ოქტომბერი 2021
შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა.
დღის ცენტრში არსებულ მდგომარეობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ტაკიძე გაეცნო და ბენეფიციარებს ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა.
დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ასევე ადაპტირებული ტრანსპორტით.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა