შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.
უწყების თანამშრომლებს, ომარ ტაკიძემ, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.