მუსლიმური სამყარო რამადან-ბაიარამის დღესასწაულს აღნიშნავს
02 მაისი 2022
დღეს, შუახევის მერი - ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან - ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფურტიოს, ბუთურაულისა და ჭვანის მეჩეთში რამადან-ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.
ამ დღეს მორწმუნეები, შეჭირვებულებს ეხმარებიან, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.
სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა