დღეს, მორიგი შეხვედრა გაიმართა ბარათაულისა და წყალსაყრის თემის მოსახლეობასთან.
შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.