საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა ისეთ სოფლებში, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცე არასდროს ყოფილა. ახალ ბაღებთან ერთად იხსნება ალტერნატიული ბაღებიც.
დღეს, სოფელ კარაპეტში, ალტერნატიული ბაღი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა.
სკოლამდელი დაწესებულება, ამავე სოფლის საჯარო სკოლაში განთავსდა, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის.
ღონისძიებას, შუახევის მერთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.