მერიაში, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, შუახევში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მემორანდუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში".
პროექტის მონაწილეებმა გაიარეს სასწავლო კურსი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, პეტიციის მომზადების და წარდგენის, ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და საპროექტო იდეების და ბიზნეს-იდეების შემუშავებაზე.
მერიის მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა უზრუნველყო საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები და მომზადდა ვიდეორგოლი.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა ოთხი პეტიცია, მათგან ორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლე საბჭოს, ორი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა.
ასევე, შეაჯამეს პროექტი ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინსტიტუციური გაძლიერება", რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ( GYLA). პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ჭვანაში ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა, ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედება და შუახევში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.