შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს: - ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, რომლის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა.
,,გაეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 30 000 ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, კონკურსის ვადა გაგრძელდება მიმდინარე წლის 20 ივნისამდე.
პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალურ-საგანმანათლებლო; სოფლის მეურნეობა; ტურიზმი [აგრ–ტურიზმი, ეკო– ტურიზმი]; და სხვ. წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ეხებოდეს: 1. პროექტის განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის ანაზღაურების მიღებას; 2. რელიგიურ საკითხებს; 3. სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოებას.
პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი, ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ფიზიკური პირი რეგისტრირებული უნდა იყოს შუახევის მუნიციპალიტეტში. ქალთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში რეგისტრაციის ქონა აუცილებელია პასუხისმგებელი პირისთვის.
პროექტი გულისხმობს მცირედი და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ერთი პროექტი არა უმეტეს 5 000 ლარით იქნება დაფინანსებული, რომელსაც შუახევის მერია დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება პირის თანამონაწილეობით, ფინანსური თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 15 %-ს. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ერთი პროექტის შემოტანის უფლება აქვს კონკურსის ფარგლებში. ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ: ლინკზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ივნისი, 18:00 სთ.
განცხადების შემოტანის წესი: შუახევის მერიის კანცელარია ელფოსტაზე მოწოდება: kancelaria.shuakhevi@gmail.com
გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს: 1. მეწარმის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 2. ცნობა, რომ არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება ან ანგარიშზე ყადაღა იმ ბანკიდან, რომლიდანაც წარმოადგენს ანგარიშის ნომერს; 3. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან გამარჯვების შემთხვევაში; 4. ქალთა ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში - ჯგუფის წევრთა თანხმობები, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით ან/და ხელმოწერილი კომისიის მდივნის თანდასწრებით.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ტელ:- 591982019