შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯანჯღნარის, კენჭისაყარის, კიკიბოს, შუაიეილას, მერიაყელისა და თაგინურის მთებში იმყოფებოდა.
საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მაცხოვრებელ, ზამლეთის, ჭვანისა და წყალსაყრის თემის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ომარ ტაკიძემ, ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა" მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
აღინიშნა, რომ გრძელდება მთების ელექტროფიკაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, ჯანჯღნარისა და კიკიბოს მთების შიდა ელექტროქსელის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დაიწყება თაგინურის ცენტრის კეთილომოწყობა. ასევე, მერიაყელის მთაში განხორციელდება წყლის გამანაწილებელი რეზერუარის მოწყობა.
მსგავსი სახის შეხვედრები საზაფხულო იალაღებზე, ეტაპობრივად გაგრძელდება.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს