შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი წელი იმ უწყებების თანამშრომლებს მიულოცა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და სადღესასწაულო დღეებშიც მორიგეობენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მშვიდობიანი ღამე და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.