შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საშობაო ლიტურგიას ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და გამონათლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს