ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა

30 ივნისი 2026

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები. ასევე ისაუბრეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე პრობლემების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები, სტატუსის მინიჭების პროცედურები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები.


სიახლეების გამოწერა