ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მუნიციპალური პროგრამები


ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები:

• მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს 0-დან 120 000 ქულამდე დაფინანსებას 100%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა, 120 000-დან 150 000 ქულის ჩათვლით 90% არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო 150 000-დან 200 000 ქულამდე 80% დაფინანსებას არაუმეტეს 1200 ლარისა.

• მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის კვარტალური ფინანსური დახმარება
პროგრამის მიზანია ფინანსური დახმარების გაწევა იმ ბენეფიციარებისთვის (0-დან 200 000 ქულის ჩათვლით შეფასებული შშმ პირები და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები), რომელთაც ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო მოვლის საშუალებების შეძენა.

• ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ადრეული განვითარების ბავშვთა კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის მიზანია აბილიტაცია-რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, თანმხლებ პირთან ერთად, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.
პროგრამის ბენეფიციარები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, ასევე 0-დან 7 წლამდე ადრეული განვითარების და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომლებიც სარგებლობენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერით და მომსახურებას იღებენ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა კლინიკასა თუ რეაბილიტაციის ცენტრში.

• თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების მიზნობრივი პროგრამა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის
პროგრამა ითვალისწინებს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის სოფლის ამბულატორიაში სპეციალისტის მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსებას.
• მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 000 ქულის ჩათვლით ოჯახები, შშმ პირები (მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სამხედრო ძალების ვეტერანები, მრავალშვილიანები (5 და მეტი), მარტოხელა მშობლები და მარტოხელა პენსიონერები.

• სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად სამკომპონენტიან სადილის, რომლითაც სარგებლობდნენ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები.

• ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები (ოჯახები), რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებელი, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ქირით დროებით თავშესაფარში გაყვანას უსაფრთხოების მიზნით.
ფინანსური დახმარება ნაწილდება საცხოვრებლის ტიპის მიხედვით: სოფლის ტიპის დასახლებაში - 300 ლარი, დაბის ტიპის დასახლებაში - 400 ლარი და ქალაქში - 500 ლარი.

• ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფის თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას, მაქსიმუმ 150 ლარის ოდენობით. ბენეფიციარები არიან შუახევის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები პირები და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000-დან - 200 000-მდე.

• მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა
პროგრამაში ჩართული არიან ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. ფინანსური დახმარების გაწევა ხდება 1 200 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 300 ლარით მეტი.

• გაჭირვებულ ოჯახებზე გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 0-150 000, ერთ ოჯახზე 700 ლარის ოდენობით.

• უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა
პროგრამის მიზანია თანადაფინანსება პროგრამულად, უპირატესობა ენიჭება უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, რომელთაც საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებული ჰქონდათ და მათი სარეიტინგო ქულა 0-150 000 არ აჭარბებს.

• კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი და გარემო პირობები არ არის უსაფრთხო, აგრეთვე საყოფაცხოვრებო პირობები არასათანადოა. ოჯახის მდგომარეობა შეფასდება ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტების მიერ. გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, ოჯახები უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინვენტარითა და ნივთებით.

• ვეტერანთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით
ვეტერანთა დღის აღსანიშნავად თითოეულ ვეტერანზე პროგრამულად გაიცემა 400 ლარი. ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის თითოეულ ოჯახზე ერთჯერადად გაიცემა ფინანსური დახმარება 2 000 ლარი მიმდინარე წელს

• სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა
პროგრამის მოსარგებლეები არიან სპეციფიკური საკვების საჭიროების მქონე ბენეფიციარები. თითოეულ ბენეფიციარზე წლიურად გათვალისწინებულია 8 000 ლარი.

• პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა
ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტების საშუალებით. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირები.

• დიალიზის პროგრამაში ჩართული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას თანმხლებ პირთან ერთად და თანხის მოცულობა განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

• სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის სახურავის შეძენის პროგრამა
ოჯახების შესწავლა-შეფასების შემდგომ კომისიური წესით ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა. პროგრამის მოსარგებლეები არიან 0-დან 150 000 ქულის ჩათვლით ოჯახები.

• სოციალურად დაუცველი ღატაკი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა
ოჯახებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები განმეორებით შეისწავლიან, შეფასდება, როგორც ღატაკი ოჯახი და ახალი შესწავლის შემდეგ, თუ მათი სარეიტინგო ქულა აღემატება 65 000-ს, დახმარება გაეწევათ სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ არ წარმოიშვა შეწყვეტის სხვა საფუძველი, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 30 ლარი.

• მარტოხელა მშობლის სტატუსი მქონე პირთათვის დახმარების მიზნობრივი პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე ყოველთვიურად 200 ლარის ფინანსურ დახმარებას. მარტოხელა მშობლის სტატუსს ანიჭებს და შესაბამის ბაზას აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო.

• პაციენტის განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა, ესაჭიროებათ პაციენტებს ყოველდღიურად და ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 800 ლარისა. პროგრამის მოსარგებლემ პროგრამაში ჩართვის მიზნით უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დოკუმენტი ფორმა 100/ა, სადაც განსაზღვრული იქნება საჭიროება.

• უსინათლოთა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა გათვლილია შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 უსინათლო ბენეფიციარზე, ბიუჯეტი 5 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ხმოვანი გლუკომეტრის, წნევის აპარატისა და თერმომეტრის შეძენა.

• 18 წლამდე შშმ ბავშვთა კლიმატო-თერაპიის საკურორტო-სარეაბილიტაციო პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისთვის თანმხლებ პირთან ერთად.

• შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახში ახალდაბადებული ბავშვის მატერიალური დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით. პირველ ახალშობილზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე 100 ლარით მეტი.

• ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებების და ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა
პროგრამით სარგებლობის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სოციალური ქულის ამონაწერი (0-დან 200 000 -მდე) ფორმა N100, ბანკიდან მოქმედი ანგარიშის ნომერი.

• მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტების და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტი შვილის ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შვილის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული პირველი კურსის სტუდენტზე, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1 200 ლარის ოდენობით.