ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

შუახევის მუნიციპალიტეტი


 

შუახევის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონის შემადგენლობაში იყო. 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

გეოგრაფია

რელიეფი

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი.

სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი - აჭარა-გურიის სამხრეთ მხარეებს.

მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე, თაგინური ( 2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.

ფერდობზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუა უცნაური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური, სიენიტ-დიორიტები.

შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის, კოილჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზით-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოებით.

ჰავა

შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით, ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200-1500მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 2-3 აღწევს. ყველაზე მაღალი ადგილი ნოტიო ჰავაა, ზამტარი ცივია, ზაფხული მოკლე და გრილი.

ნიადაგები

შუახევის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია ტყის მუქი ყომრალი, ღია ყომრალი, ფსევდოეწერი, მთა-ტყის ტიპის ნიადაგები. მაღალმთიან ზონაში მთის მდელოს ნიადაგებია. ბევრგან ნიადაგი სრულიად ჩამორეცხილია.