ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები

აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობ

04 ივლისი 2026

აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობ
მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს. მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იაგო დავითაძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
ავადობის კვლევის პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მედიკამენტების პაკეტიც გადაეცემათ.
სერვისი ხელმისაწვდომია მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 მაღალმთიანი სოფლის ამბულატორიაში.
პროგრამას - „აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს. მიმდინარე წელს პროგრამის განხორციელებას რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

22 July, 2026

+ გაიგე მეტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

21 July, 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

+ გაიგე მეტი
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან იაგო დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფი

16 July, 2026