ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

21 ივლისი 2026

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის მექანიზმებზე, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა გაიმართა აჭარასა და პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი მეგობრობისა და პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს რეგიონებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ტშებნიცას ოლქის წარმომადგენლები, ვროცლავის, ვოლუვისა და სვიდნიცას მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

22 July, 2026

+ გაიგე მეტი
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან იაგო დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფი

16 July, 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან, კომიტეტის წევრებთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან

09 July, 2026